კონფიდენციალურობის პოლიტიკა ადგენს თქვენს მიერ ვებსაიტის გამოყენებისას მოწოდებული ინფორმაციის დაცვის და გამოყენების წესებს. სტრუქტურა დეველოპმენტი უზრუნველყოფს თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვას. მოწოდებული ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ ამ წესების შესაბამისად.

რა ინფორმაციას ვაგროვებთ
ჩვენ შესაძლებელია შევაგროვოთ შემდეგი ინფორმაცია:
სახელი და სამუშაო ადგილის დასახელება
საკონტაქტო ინფორმაცია ელექტრონული ფოსტის ჩათვლით;
რეგისტრაციის, კვლევისა და/ან შეთავაზებებისთვის საჭირო სხვა ინფორმაცია.

როგორ ვიყენებთ შეგროვებულ ინფორმაციას
ინფორმაციის შეგროვება საჭიროა თქვენი მოთხოვნების უკეთ გაგებისა და გაუმჯობესებული სერვისის შემოთავაზებისთვის, კერძოდ:
შიდა ჩანაწერების შენახვის მიზნით;
პროდუქტის და მომსახურების გაუმჯობესებისათვის;

შესაძლებელია ელექტრონულ ფოსტაზე პერიოდულად გამოგიგზავნოთ შეტყობინებები ახალი პროდუქტის და სპეციალური შემოთავაზებების შესახებ, ასევე თქვენთვის საინტერესო სხვა საკითხებზე;
შეგროვებული ინფორმაცია შესაძლებელია გამოვიყენოთ თქვენთან დასაკავშირებლად ბაზრის კვლევის მიზნით, ასევე ვებსაიტის მოდიფიკაციისთვის თქვენი ინტერესების შესაბამისად.

უსაფრთხოება
თქვენი ინფორმაცია არის დაცული. ჩვენს მიერ შეგროვებული ინფორმაციის დაცვისა და უნებართვოდ გამოყენების თავიდან არიდების მიზნით, ჩვენ მივმართავთ უსაფრთხოების სხვადასხვა (ფიზიკურ, ელექტრონულ და საორგანიზაციო) ზომებსა და პროცედურებს.

როგორ ვიყენებთ Cookies
Cookie არის პატარა ზომის ფაილი, რომელიც თქვენი კომპიუტერის მყარ დისკზე განთავსებისთვის საჭიროებს ნებართვას. Cookie გეხმარებათ ვებსაიტის გამოყენების ანალიზში, ასევე გაწვდით ინფორმაციას კონკრეტულ ვებსაიტზე შესვლისას. Cookie საშუალებას გვაძლევს ინდივიდუალურად მოვერგოთ თქვენს მოთხოვნებს. ვებსაიტს შეუძლია მართოს სხვადასხვა ოპერაციები თქვენი მოთხოვნების შესაბამისად, თქვენი პრეფერენციების შეგროვებითა და დამახსოვრების გზით.

ჩვენ ვიყენებთ traffic log cookies იმისათვის, რომ დავადგინოთ რომელი გვერდების გამოყენება ხდება, რაც გვეხმარება ვებსაიტის გამოყენების გაანალიზებაში და მის გაუმჯობესებაში. ამ ინფორმაციის გამოყენება ხდება მოლოდ სტატისტიკური ანალიზისთვის.

მთლიანობაში, cookies გვეხმარება ვებსაიტის გაუმჯობესებაში, იმის გათვალისწინებით, თუ რომელ ვებსაიტებს სტუმრობთ ყველაზე ხშირად. Cookie არ გვაძლევს წვდომას თქვენს კომპიუტერზე, ან რაიმე სახის ინფორმაციაზე თქვენს შესახებ, გარდა იმ მონაცემებისა, რასაც თავად გვიზიარებთ.

თქვენ შეგიძლიათ დაეთანხმოთ, ან უარყოთ cookies. ბრაუზერების უმრავლესობა ავტმატურად ეთანხმება cookies, მაგრამ თქვენ ასევე შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი ბრაუზერის მონაცემები და უარყოთ cookies, თუმცა ამან შესაძლოა შეზღუდოს თქვენს მიერ ვებსაიტის მოხმარების ეფექტიანობა.

კავშირი სხვა ვებსაიტებთან
ვებსაიტი შესაძლოა შეიცავდეს სხვა ვებსაიტების ბმულებს. თქვენს მიერ სხვა ვებსაიტენზე გადასვლის შემთხვევაში, ჩვენ აღარ ვართ პასუხისმგებელი ასეთი ვებსაიტის მოხმარებით გამოწვეულ შედეგებზე, ისევე როგორც ვერ ვიქნებით პასუხისმგებელი თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვაზე. უმჯობესია, სხვა ვებსაიტზე გადასვლისას, გამოიჩინოთ სიფრთხილე და გაეცნოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

პერსონალური მონაცემების კონტროლი
ჩვენ არ გადავცემთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს მესამე პირებს ვიდრე არ გვექნება თქვენი თანხმობა, ან თუ მსგავს ქმედებას არ გვავალდებულებს კანონი. თქვენი პერსონალური მონაცემები შესაძლებელია გამოვიყენოთ თქვენთვის მესამე პირების შესახებ სარეკლამო გზავნილების მოწოდების მიზნით, რომელსაც ჩავთვლით თქვენთვის პოტენციურად საინტერესოდ.

თუ თქვენ თვლით, რომ ნებისმიერი ინფორმაცია რომელსაც ჩვენ ვფლობთ თქვენს შესახებ არის არასწორი ან არასრულყოფილი, გთხოვთ, უმოკლეს ვადებში დაგვიკავშირდეთ contact@structura.ge ჩვენ სწრაფად შევასწორებთ ინფორმაციას, რომელსაც ჩავთვლით არაზუსტად.