შესავალი
წესები და გამოყენების პირობები არეგულირებს თქვენს მიერ ვებსაიტის გამოყენებას.
ვებსაიტის გამოყენებისას სრულად ეთანხმებით წესებსა და გამოყენების პირობებს. შესაბამისად, თუ არ ეთანხმებით მათ ან მის რომელიმე პირობას, უარი უნდა თქვათ ვებსაიტით სარგებლობაზე.
ვებსაიტზე რეგისტრაციის, რაიმე ინფორმაციის გამოგზავნის ან სერვისის გამოყენებისას ჩვენ გთხოვთ წესებზე და გამოყენების პირობებზე დათანხმებას.
ვებსაიტი იყენებს Cookie-ს, შესაბამისად, მისი გამოყენებისას, ან წესებსა და გამოყენების პირობებზე დათანხმებისას იგულისხმება, რომ ეთანხმებით მათ გამოყენებას ვებსაიტის კონფიდენციალურობის პოლიტიკის და Cookie-ს გამოყენების პირობების შესაბამისად.
ზოგადი პირობები
სტრუქტურა დეველოპმენტი არის კომპანია, რომელიც უძრავი ქონების დეველოპმენტისთვის საჭირო ყველა ეტაპს საკუთარი რესურსით უძღვება, პროექტის კონცეფციის შექმნიდან მშენებლობის და გაყიდვების ჩათვლით.
სტრუქტურა დეველოპმენტის მომსახურების მიღებისას ეთანხმებით წესებისა და გამოყენების პირობებით გათვალსწინებული სამართლებრივი ვალდებულებების წარმოშობას. სტრუქტურა დეველოპმენტი იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს შეცვალოს წესები და გამოყენების პირობები, რაზეც ასევე გავრცელდება სამართლებრივი ვალდებულებები, გამომდინარე აქედან, გთხოვთ, გაეცნოთ მათ რეგულარულად.
მოთხოვნები შესაძლოა დროთა განმავლობაში შეიცვალოს ტექნოლოგიური განვითარების შესაბამისად, რის შესახებაც ინფორმაცია განთავსდება ვებსაიტზე.
გამოყენების პირობები
ეს დოკუმენტი (შეთანხმება) წარმოშობს სამართლებრივ ვალდებულებებს თქვენსა და სტრუქტურა დეველოპმენტს შორის, რის საფუძველზეც გეძლევათ სტრუქტურა დეველოპმენტის მომსახურების გამოყენების უფლება. გთხოვთ, სტრუქტურა დეველოპმენტის მომსახურების გამოყენებამდე წაიკითხოთ წესები და გამოყენების პირობები და დაეთანხმოთ მათ. თანხმობაზე უარის შემთხვევაში შესაძლოა ვერ ისარგებლოთ მომსახურებით.
შეთანხმებაში არსებული ინფორმაცია
დათანხმების ღილაკზე დაჭერისას (სტრუქტურა დეველოპმენტის ვებსაიტზე წვდომის ჩათვლით, თუმცა არა მხოლოდ) ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ნებისმიერი ინფორმაცია არის ზუსტი და სრულყოფილი, ცვლილების შემთხვევაში განაახლებთ მას და ეთანხმებით როგორც წესებსა და გამოყენების პირობებს, ასევე კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
გამოყენების შეზღუდვა
ყოველგვარი წინაპირობის გარეშე თანახმა ხართ, რომ:
არ გამოიყენებთ სტრუქტურა დეველოპმენტის პროდუქტს (ტექსტს, ფოტო მასალას და არა მხოლოდ) ამ შეთანხმებისგან განსხვავებული მიზნებით
არ გამოიყენებთ სტრუქტურა დეველოპმენტის მომსახურებას კვლევისთვის
არ გამოიყენებთ სტრუქტურა დეველოპმენტის მომსახურებას ვირუსების ან სხვა დამაზიანებელი პროგრამების გავრცელებისათვის;
არ გაასხვისებთ სტრუქტურა დეველოპმენტის მომსახურებას ან მის ნაწილს და არ გამოიყენებთ მას ამავე შეთანხმების საწინააღმდეგოდ;
არ გამოიყენებთ ვებსაიტს ისეთი სახით, ან არ განახორციელებთ ისეთ ქმედებას, რაც აზიანებს, ან შეიძლება დააზიანოს იგი;
არ გამოიყენებთ ვებსაიტს კანონსაწინააღმდეგო, არალეგალური, თაღლითური ან დამაზიანებელი გზით ან მიზნებისთვის;
არ შეაგროვებთ ვებსაიტთან დაკავშირებულ, ნებისმიერ სისტემურ თუ ავტომატურ მონაცემებს (მათ შორის და არა მხოლოდ: მონაცემების წაღება, გასუფთავება, მოპოვება, ამოღება და მოგროვება) ჩვენი წერილობითი თანხმობის გარეშე;
არ გამოიყენებთ რობოტს, სპაიდერს ან სხვა ავტომატურ საშუალებას ვებსაიტზე წვდომისა და ინტერაქციისთვის;
არ გამოიყენებთ ვებსაიტის საშუალებით შეგროვებულ ინფორმაციას პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისთვის (მათ შორის და არა მხოლოდ: მარკეტინგი ელექტრონული ფოსტით, მოკლე ტექსტური შეტყობინებით, ტელემარკეტინგი და პირდაპირი გზავნილები);
არ შეაგროვებთ ინფორმაციას ვებსაიტიდან სხვადასხვა მესამე პირებთან დასაკავშირებლად;
ყოველივე აღნიშნულთან ერთად თანახმა ხართ, რომ მიიღებთ ყველა გონივრულ ზომას სტრუქტურა დეველოპმენტის მომსახურების არაკანონიერი გამოყენების თავიდან არიდების მიზნით.
რეკლამა და თქვენი კომპიუტერის რესურსის გამოყენება
წესებსა და გამოყენების პირობებზე დათანხმებით ადასტურებთ, რომ სტრუქტურა დეველოპმენტს აქვს რეკლამის და მომსახურებასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაციის თქვენთვის მოწოდების უფლება, ასევე, სტრუქტურა დეველოპმენტს აქვს უფლება გამოიყენოს თქვენი კომპიუტერის ან სხვა შესაბამისი მოწყობილობის პროცესორი, გამტარი და შემნახველი ტექნიკური საშუალება თქვენთან ან მომსახურების მიმღებებთან კომუნიკაციის და მონაცემების გადაცემის გაადვილების, ასევე მომსახურების ქსელის მუშაობის ხელშეწყობის მიზნით.
მომხმარებელთა დახმარება
სტრუქტურა დეველოპმენტის მომსახურებასთან ან ამ შეთანხმებასთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ contact@structura.ge
შეწყვეტის პირობები
ეს შეთანხმება ძალაში შედის თქვენს მიერ სტრუქტურა დეველოპმენტის მომსახურებით სარგებლობის დაწყების დროს დათანხმების ღილაკზე დაჭერისთანავე და იურიდიულ ძალას ინარჩუნებს ვიდრე რომელიმე მხარე არ შეწყვეტს მას. სტრუქტურა დეველოპმენტი იტოვებს უფლებას ნებსიმიერ დროს ცალმხრივად შეწყვიტოს ეს შეთანხმება ან შეგიჩეროთ მომსახურება, თუ ჩავთვლით, რომ იყენებთ მას არასათანადო მიზნებით, ან თუ არსებობს მომსახურების გაუქმების სხვა სათანადო საფუძველი. რომელიმე ამ მიზეზით შეთანხმების შეწყვეტის ან მომსახურების შეჩერების შემთხვევაში, სტრუქტურა დეველოპმენტი არ არის ვალდებული უკან დაგიბრუნოთ თქვენს მიერ გადახდილი მომსახურების საფასური.
გარანტიები
სტრუქტურა დეველოპმენტის მომსახურებით სარგებლობის რისკი არის თქვენი პასუხისმგებლობის საგანი. სტრუქტურა დეველოპმენტი არ უჭერს მხარს მესამე პირის მიერ ჩვენივე ან ჩვენთან დაკავშირებული ვებსაიტის მეშვეობით, ასევე ბანერით რეკლამირებულ ან შემოთავაზებულ რაიმე პროდუქტს ან მომსახურებას და არ გაძლევთ გარანტიას მათზე. გამომდინარე აქედან, სტრუქტურა დეველოპმენტი ვერ იქნება პასუხისმგებელი თქვენს მიერ, მესამე პირების ან სტრუქტურა დეველოპმენტის მეშვეობით რეკლამირებულ პროდუქტთან თუ მომსახურებასთან დაკავშირებით განხორციელებულ რაიმე ტრანზაქციაზე.
ინტელექტუალური საკუთრება
სტრუქტურა დეველოპმენტი პატივს სცემს ინტელექტუალურ საკუთრებს და იგივეს მოელის თქვენგანაც. გთხოვთ გათვალისწინოთ, რომ სტრუქტურა დეველოპმენტის მომსახურება და ნებისმიერი მოწოდებული პროდუქტი არის მისივე საკუთრება და დაცულია ინტელექტუალური საკუთრებით, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ საავტორო უფლებებით, შესაბამისად, არ გაქვთ ამ მომსახურების, მათ შორის პროდუქტის, მაგრამ არა მხოლოდ, გამოყენების უფლება ამ შეთანხმებისაგან განსხვავებული წესით. გარდა ამისა, არ გაქვთ საავტორო უფლების ობიექტის, სასაქონლო ნიშნისა და ინტელექტუალური საკუთრების სხვა მაიდენტიფიცირებელი აღნიშვნის წაშლის ან შეცვლის უფლება, რომელსაც შეიცავს სტრუქტურა დეველოპმენტის მომსახურება ან მიღებულია მისგან.
მონიტორინგი
ამ წესებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. სტრუქტურა დეველოპმენტი პერიოდულად შეამოწმებს თქვენს მიერ მომსახურებით სარგებლობას და შეადარებს მას თქვენზე გადმოცემული ნებართვის ფარგლებს. სტრუქტურა დეველოპმენტი შეამოწმებს თქვენს აქტივობებს, ასევე დამატებით გამოიყენებს სხვადასხვა ტექნოლოგიას სტრუქტურა დეველოპმენტის მიერ შექმნილი პროდუქტის დაცვის და მისი არასწორად გამოყენების თუ მოპარვის თავიდან არიდების მიზნით.
ტექნიკური შეზღვუდები და მოდიფიკაციები
სტრუქტურა დეველოპმენტი მიიღებს შესაბამის ზომებს მომსახურების გამართული მუშაობის მიზნით, რამაც, კონკრეტული ტექნიკური სირთულეებიდან გამომდინარე, შესაძლოა პერიოდულად გამოიწვიოს მუშაობის დროებითი შეფერხებები. სტრუქტურა დეველოპმენტი იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს მოდიფიცირება გაუკეთოს მომსახურებას თქვენი წინასწარი გაფრთხილებით ან გაფრთხილების გარეშე.
კონფიდენციალურობა
თანახმა ხართ სტრუქტურა დეველოპმენტს მიანიჭოთ თქვენი პერსონალური ინფორმაციის შეგროვების უფლებამოსილება კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად.
მთლიანი შეთანხმება
ეს შეთანხმება, კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან ერთად, ავტომატურად აუქმებს იგივე საკითხებთან დაკავშირებულ ყველა სხვა წერილობით თუ ზეპირ შეთანხმებას. ასევე ადასტურებთ, რომ არ დაგიდიათ არავითარი სხვა შეთანხმება, რომელიც წინააღმდეგობაშია ამ შეთანხმების პირობებთან.
შეთანხმების ნაწილის შეწყვეტა
ამ შეთანხმების ნაწილის შეწყვეტა ან იურიდიული ძალის დაკარგვა არ გულისხმობს მთლიანი შეთანხმების შეწყვეტას და ვერ მოახდენს გავლენას შეთანხმების სხვა პირობებზე.



