სტრუქტურა
ისანი
ვეივი

რიჩარდ ჰოლბრუკის ქუჩა 3-5

სტრუქტურა ისანი ვეივი ჩვენი ახალი პროექტია ისანში, რომლის მშენებლობასაც უახლოეს მომავალში ვიწყებთ. საცხოვრებელი კომპლექსი მტკვრის სიახლოვეს, თბილისის ერთ-ერთ ყველაზე დინამიურ უბანში, რიჩარდ ჰოლბრუკის ქუჩაზე მდებარეობს და მოხერხებულად უკავშირდება როგორც მეტრო ისანს, ასევე დიმიტრი გულუას და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩებს. კომპლექსიდან, ორთაჭალის ქედებსა და ძველ თბილისზე პანორამული ხედები იშლება.

სტრუქტურა ისანი ვეივში სამდონიანი მიწისქვეშა პარკინგია გათვალისწინებული. ნულოვან სართულზე ლობი, კონსიერჟი, 24/7-ზე დაცვა, ვიდეომეთვალყურეობა და კომერციული სივრცეები დაგხვდებათ. მეორე სართულის ნაწილი საოფისე ინფრასტრუქტურას ეთმობა. დარჩენილი 16 სართული საცხოვრებელი იქნება. კომპლექსის უტილიტარული ინფრასტრუქტურა თანამედროვე ცხოვრების ყველა მოთხოვნას პასუხობს.

სავაჭრო ცენტრი, მაღაზიები, სასტუმროები, კაფეები, სკოლები, კლინიკები, მეტრო, პოლიცია – ეს ყველაფერი სტრუქტურა ისანი ვეივის გარშემოა, რაც კომპლექსს გამოარჩევს და მასში ცხოვრებას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის. ურბანულ ქსელთან მჭიდრო კავშირი კი, მას ცხოვრების ახლებურ სტანდარტად აქცევს.

დღეს, ისანი ერთ-ერთი ყველაზე სასურველი უბანია საცხოვრებლად თუ საინვესტიციოდ, რასაც მისი ურბანული განვითარების მაღალი ტემპი, თანამედროვე ინფრასტრუქტურა და ცხოვრების ხელმისაწვდომობა განაპირობებს. ქალაქის ისტორიულ ცენტრთან სიახლოვე, ეკოლოგიურად სუფთა გარემო და კოსმოპოლიტური ხასიათი, მას კიდევ უფრო მიმზიდველს და საინტერესოს ხდის.

რიჩარდ ჰოლბრუკის ქუჩა შესანიშნავი არჩევანია მათთვის, ვინც კომფორტულ და პრაქტიკულ საცხოვრებელს ეძებს თბილისში. ქუჩა ახლოსაა მეტრო ისანთან. განვითარებული საზოგადოებრივი ტრანსპორტით კი, მარტივად და სწრაფად უკავშირდება კახეთის გზატკეცილსა თუ თბილისის ცენტრალურ უბნებს. აქ ბინის შეძენა არა მხოლოდ მოსახერხებელია საცხოვრებლად, არამედ გონივრული ინვესტიციაცაა სამომავლოდ.

უკეთესი მწვანე – ეს არის ჩვენი ახალი სტანდარტი, რომლითაც სტრუქტურა ისანი ვეივში ბინა ჩაგბარდებათ. უკეთესი მწვანე ენერგოეფექტურ ფასადს, პრემიუმ მასალებით მოპირკეთებულ სადარბაზოს და აივნებს, მაღალი ხარისხის ალუმინის კარ-ფანჯარას, აივანზე გათბობის კარადას, ცენტრალური კარს, მოჭიმულ იატაკს, გიპერით შელესილ კედლებს, ელექტრო, წყლის და გათბობის გაყვანილობას, სველი წერტილების ჰიდროიზოლაციას გულისხმობს.

სურვილის შემთხვევაში, საკუთარი ინტერიერის ინდივიდუალურად დაგეგმარებასაც შეძლებთ, რაშიც ჩვენი გამოცდილი პროფესიონალები სიამოვნებით დაგეხმარებიან.

სტრუქტურა ისანი ვეივში ცხოვრებას თავისი წესებიც აქვს. არ არის ნებადართული სადარბაზოების და აივნების მოპირკეთების ცვლილება, ბინის პერიმეტრის კარ-ფანჯრის და ცენტრალური კარის შეცვლა ან შეღებვა. მშენებლობის დასრულებამდე შეზღუდულია რემონტის ინდივიდუალურად გაკეთება, თუმცა, რემონტი ჩვენი სარემონტო ჯგუფის დახმარებით არის შესაძლებელი.

სტრუქტურა ისანი ვეივის მშენებლობა 2027 წლის დეკემბერში დასრულდება.

პროექტის მესაკუთრეა უძრავი ქონების დეველოპერული ჯგუფი ბანი.