სტრუქტურა
ვაკე
თაუერი
ილია ჭავჭავაძის გამზირი 5ა
საცხოვრებელი კომპლექსი ვაკეში, თბილისის ექსკლუზიურ უბანში, მზიურის პარკთან.
სტრუქტურა ვაკე თაუერი ჩვენი გამორჩეული პროექტია ქალაქის გულში, იქ, სადაც ცხოვრება ხარისხს უკავშირდება. საცხოვრებელი კომპლექსი თბილისის ელიტურ უბანში, პარიზის სენ-ჟერმენს შედარებულ ვაკეში, მზიურის პარკთან მდებარეობს. მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზირი 5ა. თაუერთან მისვლა ორი სამანქანო გზით შეიძლება: ჭავჭავაძის გამზირიდან, ატენის ქუჩით და მზიურის პარკის მხრიდან, ამირეჯიბის გზატკეცილით. თაუერიდან პანორამული ხედები იშლება მთაწმინდაზე, მზიურის პარკზე, გმირთა მოედანზე და ვარაზის ხევზე. საცხოვრებელი კომპლექსის თანამედროვე და უტილიტარული ინფრასტრუქტურა ხარისხიანი ცხოვრების მანერისთვის არის შექმნილი.
სტრუქტურა ვაკე თაუერის საწყის 5 სართულზე კეთილმოწობილი პარკინგია მოწყობილი. მეექვსე, ნულოვან დონეზე, ლობი, დასასვენებელი, საოფისე და კომერციული სივრცეებია თავმოყრილი. აქვეა სამუშაო და შეხვედრების ოთახი, ბიბლიოთეკა, ყავის კუთხე, ნივთების შესანახი სივრცე და საქმიანი ცხოვრებისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. შემდეგი 21 სართული საცხოვრებლად არის განკუთვნილი.
მწვანე და მყუდრო გარემო, დიდი ეზო ელექტრომობილების სწრაფდამტენი სადგურებით, კონსიერჟი და დაცვა, სრული ვიდეომეთვალყურეობა 24/7-ზე, 4 სწრაფი ლიფტი მსოფლიოს წამყვანი მომწოდებლისგან, უწყვეტი ელექტრო და წყალმომარაგება – ეს ის ძირითადი მახასიათებლებია, რაც სტრუქტურა ვაკე თაუერის განსხვავებულობას უსვამს ხაზს.
მზიურის პარკი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მრავალფუნციური კლინიკა (ლეჩკომბინატი), პრემიუმ GYM-ი, Lamborghini-ს და Ferrari-ს შოურუმი, სავაჭრო ცენტრი, სასტუმრო, მაღაზიები, კაფეები, სკოლები, პოლიცია – ყველაფერი სტრუქტურა ვაკე თაუერის გარშემოა, რაც ცხოვრებას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის.
უკეთესი მწვანე – ეს არის ჩვენი ახალი სტანდარტი, რაც სტრუქტურა ვაკე თაუერში ბინის შეძენისას დაგხვდებათ. ენერგოეფექტური ფასადი, პრემიუმ მასალებით მოპირკეთებლი სადარბაზო და აივნები, მაღალი ხარისხის ალუმინის კარ-ფანჯარა, გათბობის კარადა და ქვაბი აივანზე, ცენტრალური კარი სმარტ საკეტით, მოჭიმული იატაკი, გიპერით შელესილი კედლები, ელექტრო, წყლის და გათბობის გაყვანილობა, უხმაურო მილდგარები, სველი წერტილების ჰიდროიზოლაცია.
სურვილის შემთხვევაში, საკუთარი ინტერიერის ინდივიდუალურად დაგეგმარებაც შეგეძლებათ, რაშიც ჩვენი გამოცდილი პროფესიონალები სიამოვნებით დაგეხმარებიან.
სტრუქტურა ვაკე თაუერში ცხოვრებას თავისი წესებიც აქვს. არ არის ნებადართული სადარბაზოების და აივნების მოპირკეთების ცვლილება, ბინის პერიმეტრის კარ-ფანჯრის და ცენტრალური კარის შეცვლა ან შეღებვა. მშენებლობის დასრულებამდე შეზღუდულია რემონტის ინდივიდუალურად გაკეთება, თუმცა, რემონტი ჩვენი სარემონტო ჯგუფის დახმარებით შეგეძლებათ.
სტრუქტურა
ვაკე
თაუერი
სტრუქტურა ვაკე თაუერის მშენებლობა 2027 წლის დეკემბერში დასრულდება.
პროექტის მესაკუთრეა უძრავი ქონების დეველოპერული ჯგუფი ბანი.
პროექტის პარტნიორი თიბისი ბანკი.



