ჩვენი საქმე უძრავი ქონების დეველოპმენტია.

კონცეფცია, რომელიც მისამართს პოულობს.

გარემო, სადაც შენ ხარ შენ!

სტრუქტურა, როცა შენ ხარ შინ!

ჩვენი საქმე უძრავი ქონების დეველოპმენტია

უძრავი ქონების დეველოპმენტი მოკლედ ასე შეიძლება განვმარტოთ: ბიზნეს პროცესი, რომელიც უძრავი ქონების გაუმჯობესებას, მის სტრუქტურულ ტრანსფორმაციას ისახავს მიზნად. სტრუქტურული ტრანსფორმაცია ცხოვრების უკეთეს ხარისხს გულისხმობს. ცხოვრების გაუმჯობესება კი, ჩვენი მთავარი საზრუნავია, რისთვისაც შევქმენით სტრუქტურა დეველოპმენტი – კომპანია, რომელიც უძრავი ქონების დეველოპმენტისთვის საჭირო ყველა ეტაპს საკუთარი რესურსით უძღვება, პროექტის კონცეფციის შექმნიდან მშენებლობის და გაყიდვების ჩათვლით.

ჩვენი ისტორია

ჩვენი ისტორია 2007 წელს იწყება, როცა უძრავი ქონების ბაზარზე დეველოპერული ჯგუფი, ბანი გამოჩნდა. 2024 წლამდე, ბანის ძირითადი საქმიანობა მრავალფუნქციური კომპლექსების სამშენებლო-სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოები იყო. შესრულებული პროექტების მოცულობა მრავალ ასეულ ათას კვადრატულ მეტრს ითვლის.

ჩვენი ჯგუფის მიერ, თბილისში განხორციელებულ პროექტებს შორის არის Orexus Tower-ი სპორტის სასახლესთან, სადაც სტრუქტურა დეველოპმენტის სათავო ოფისია, საცხოვრებელი კორპუსები საბურთალოზე, ვაჟა-ფშაველას გამზირსა და ქავთარაძის ქუჩაზე, საცხოვრებელი კოპრუსი ვერაზე, ჭოველიძის ქუჩაზე, რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი ისანში და ორთაჭალაში, ასევე საცხოვრებელი კორპუსი ლიკანში, სასტუმროები თბილისსა და ბაკურიანში და ბევრი სხვა.

ჩვენი ჯგუფის საკუთრებაშია სასტუმრო Best Western-ი თბილისში, მრგვალ ბაღთან და სასტუმრო Hilton Garden Inn-ი (ყოფილი სასტუმრო თბილისი) ბორჯომში, ასევე ლოჭინის ტბები, მიწის ნაკვეთები თბილისში, ბაკურიანში და სხვა.

საქმიანობის გაფართოებასთან ერთად, უძრავი ქონების დეველოპმენტისთვის საჭირო სერვისების ერთ კომპანიაში თავმოყრა გახდა საჭირო, რამაც სტრუქტურა დეველოპმენტის შექმნა გამოიწვია.

ჩვენ მიზნად დავისახეთ მომხმარებელზე მორგებული ახალი სერვისების დანერგვა და განვითარება, როცა უძრავი ქონების გარდაქმნის შედეგად არამარტო მისი ღირებულება იზრდება, არამედ გარემო უფრო მიმზიდველი და ჰარმონიული ხდება, სადაც ცხოვრება, მუშაობა თუ უბრალოდ გაჩერება ადამიანის იდენტობის ნაწილია. ამ ყველაფერს პროფესიონალიზმი, საქმის სიყვარული და მომხმარებელზე ზრუნვა განაპირობებს.

გვჯერა, რომ თანამდროვე და უტილიტარული მიდგომებით, ინოვაციური გადაწყვეტებით თუ გაუმჯობესებული სერვისით უძრავი ქონების დეველოპმენტში ახალ სიტყვას ვიტყვით და დამოუკიდებელ ისტორიას დავწერთ. გვინდა, კიდევ უფრო მიმზიდველი გავხადოთ გარემო თქვენთვის, სადაც შენ ხარ შენ! შევქმნათ ცხოვრების სტრუქტურა, როცა შენ ხარ შინ!